ჭადრაკი

12:37 | 28.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოჭადრაკე ამომხსნელების წარმატება

გამოქვეყნდა 29 იანვარს გამართული საერთაშორისო ონლაინ შეჯიბრის საბოლოო შედეგები საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში.

მსოფლიოს უძლიერესი ამომხსნელები 26 ქვეყნის 38 ქალაქში ერთდროულად ხსნიდნენ ერთსა და იმავე პოზიციას. ასპარეზობა რამდენიმე კატეგორიაში ჩატარდა.

მთავარ ტურნირში დიდ წარმატებას მიაღწიეს ქართველმა მოჭადრაკეებმა.

23 წლამდე ამომხსნელებს შორის მეორე ადგილი დაიკავა ნიკოლოზ კაჭარავამ, რომელიც მხოლოდ 0.75-ით ჩამორჩა გამარჯვებულ ილია სერაფიმოვიჩს (სერბეთი).

ქალთა შორის მესამე ადგილზე გავიდა ანა კუჭავა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11862