ჩოგბურთი

1:46 | 28.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნორიემ რიოს ფინალში ალკარასი დაამაცხა

ბრიტანელმა კამერონ ნორიემ, რიო დე ჟანეირუს ღია პირველობის ფინალში, მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, ესპანელ კარლოს ალკარასს 5-7, 6-4, 7-5 მოუგო და ერთი კვირით ადრე, ბუენოს აირესის ტურნირის ფინლში, მასთან წაგების რევანში აიღო.

ნორიესთვის ეს მიმდინარე სეზონში პირველი მოგებული ტიტულია. სულ კი მას კარიერაში ხუთი ტურნირი აქვს მოგებული. პირველი სეტის წაგების შემდეგ, მეორეშიც წაგებასთან ახლოს იყო. მაგრამ აშშ-ის ღია პირველობის ჩემპონს, სეტის მსვლელობისას ექიმის დახმარება დასჭირდა. ამის შემდგ კი სეტის დასაწყისში მოპოვებული უპირატესობა დათმო. უფრო მეტიც, ბრიტანელმა მალე კიდვ ერთხელ შეძლო მეტოქის მოწოდებაზე გეიმის მოგება და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

გადამწყვეტ სეტში, მეტოქეებმა ორჯერ შეძლეს ბრეიკის მოპოვება. მეცხრე გეიმში ალკარასმა ორი ბრეიკ პოინტი მოიგერია. მაგრამ ნორიემ მე-11 გეიმში შანსი ხელიდან აღარ გაუშვა.

ალკარასს სამ თვეზე მეტი დრო დასჭირდა ტრავმების მოსაშუშებლად. ნახევარფინალში მას ასევე დასჭირდა მარცხენა ფეხის მასაჟი და მაშინ ტრავმას მისთვის გამარჯვებაში ხელი არ შეუძლია.

ფინალის შემდეგ, ალკარასმა განაცხადა, რომ ტრავმა მისახედია, თუმცა არ გამორიცხა, რომ მომდევნო კვირაში მექსიკაში თამაშს შეძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110738