ფეხბურთი

2:09 | 27.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

შერცხვენილი „ბარსელონა“

„ალმერიამ“ სეზონის მთავარი ფავორიტი, „ბარსელონა“ შინ დაამარცხა და ამით ისტორიულ შედეგს მიაღწია. ჩემპიონატის ბოლოსწინაადგილოსანმა ანგარიშის გახსნა პირველი ტაიმის შუაწელში შეძლო, თითქოსდა სტაბილურად მოთამაშე სტუმრები, ერთმა კონტრშეტევამ გატეხა და შეხვედრის ბედიც ამ გოლმა გადაწყვიტა.

თუმცა იმ მომენტშიც გაჭირდებოდა ადამიანის პოვნა, რომელიც დაიჯერებდა, რომ ამ გოლს „ბარსელონა“ ბურთების სეტყვით არ უპასუხებდა...

მაგრამ კატალონიელებს თანმიმდევრულობა დააკლდათ შეწტევაში და ვერაფრით უპასუხეს. ერთადერთ ბურთი 24-ე წუთზე გავიდა - „ალმერია“ კონტრშეტევაში გადავიდა, ნახევარმცველმა ლუის სუარესმა თავდამსხმელი ელ ბილალ ტურე მეკარესთან პირისპირ დატოვა და ამ უკანაკნელს შანსი ხელიდან არ გაუშვია - 1:0.

პრიმერა დივიზიონი

23-ე ტური 26 თებერვალი

ალმერია - ბარსელონა 1:0

1:0 ტურე (24)

ალმერია: ფერნანდო მარტინესი, აკიემე, ბაბიჩი, ელი, ჩუმი, დე ლა ხოზი, ეგუარასი (პოსო 83), ლუის ხავიერ სუარესი (ემბარბა 76), რობერტონე (რამაზანი 76), ბაპტისტაო (კოშტა 83), ტურე (კაიკი 89)

მწვრთნელი: რუბი

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალაბა (ალონსო 67), ერიკ გარსია (არაუხო 67), კრისტენსენი, რობერტო (ტორე 76), დე იონგი, ბუსკეტსი (ალარკონი 76) , კესიე (რაფინია 46), გავი, ფერანი, ლევანდოვსკი

მწვრთნელი: ჩავი

მსაჯი: მიგელ ორტის არიასი

გაფრთხილება: რობერტონე (47), ჩუმი (53), მარტინესი (87); გარსია (35), რაფინია(54), გავი (57)

ბილბაო - ჟირონა 2:3

0:1 ალეშ გარსია (4), 0:2 დე მარკოსი (19 საკ. კარში), 1:2 ბერჩიჩე (35), 1:3 ვესგა (45+1 საკ. კარში), 2:3 რაულ გარსია (89)

სელტა - ვალიადოლიდი 3:0

1:0 სეფეროვიჩი (17), 2:0, 3:0 ვიეგა (32, 64)

გაძევება: ამალაჰი (84) - ვალიადოლიდი

სევილია - ოსასუნა 2:3

0:1 დავიდ გარსია (18), 1:1 გუდელი (63), 1:2 ფერნანდო (68 საკ. კარში), 2:2 ენ-ნესირი (78), 2:3 აბდე (85)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128719