ფეხბურთი

23:35 | 26.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა" სენსაციურად დამარცხდა „ალმერიასთან“ (+VIDEO)

დასრულდა ესპანური პრიმერას 23-ე ტურის მატჩი, რომელშიც „ალმერია“ „ბარსელონას“ მასპინძლობდა. გუნდები ერთმანეთს „უეგოს მედიტერანეოს სტადიონზე“ დაუპირისპირდნენ.

პირველ ტაიმში სტუმრებს ბურთის ფლობის თითქმის 70% ჰქონდათ, მაგრამ ამან ისინი გაშვებული გოლისგან ვერ იხსნა. 24-ე წუთზე „ალმერია“ კონტრშეტევაში გადავიდა, ნახევარმცველმა ლუის სუარესმა თავდამსხმელი ელ ბილალ ტურე მეკარესთან პირისპირ დატოვა და ამ უკანაკნელს შანსი ხელიდან არ გაუშვია 1:0.

მიუხედაცვად ამ მარცხისა, კატალონიელები კვლავაც ერთპიროვნულად ლიდერობენ სატურნირო ცხრილს და უახლოეს მდევარ მადრიდის „რეალს“ 7 ქულით უსწრებენ.

„ალმერია“ კი 25 ქულით მე-15 ადგილზე დგას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135823