ფეხბურთი

2:07 | 26.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" ნოემბრის შემდეგ პირველად მოიგო, მამარდაშვილმა გოლი არ გაუშვა (+VIDEO)

„ვალენსიამ“ ლა ლიგაში 10 ნოემბრის შემდეგ პირველად მოიგო! „ლოს ჩეს“ ამ პერიოდში ჰქონდა 8 მატჩი, 7 წაგება და ერთადერთი ფრე, მათ შორის, ზედიზედ 5 წაგება, რის შედეგადაც მე-19 ადგილამდე დაქვეითდა.

„ღამურებმა“ ლა ლიგის 23-ე ტურში სან სებასტიანის „სოსიედადი“ 1:0 დაამარცხეს. ეს ერთადერთი გოლი კი იგორ ზუბელდიამ საკუთარ კარში გაიტანა. ამრიგად, რუბენ ბარახამ „ლოს ჩეში“ პირველი თამაში მოიგო.

კარგია, რომ გიორგი მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა: სეზონში მეოთხედ და 10 ნოემბრის შემდეგ პირველად. ქართველმა მეკარემ 3 დარტყმა მოიგერია და გუნდს უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში დაეხმარა.

„ვალენსიამ“ 23 ქულა დააგროვა და გასავარდნი ზონა დატოვა, ამ დროისთვის მე-17 ადგილზეა, თუმცა მის კონკურენტებს, „ალმერიასა“ და „ხეტაფეს“ 23-ე ტურში ჯერ არ უთამაშიათ. „ლოს ჩე“ მომდევნო ტურში 5 მარტს, სტუმრად „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110794