რაგბი

1:30 | 26.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

დავით ნინიაშვილის დუბლი ტოპ 14-ში: ერთი სუპერლელო იყო

საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-19 ტურში დავით ნინიაშვილმა საოცარი ლელო გაიტანა. „ლიონის“ ქართველმა მორაგბემ თავი „რასინგთან“ შეხვედრაში გამოიჩინა, რომელიც მისმა გუნდმა იოლად, 45:11 მოიგო.

ნინიაშვილმა მეტოქე ორჯერ დაალელოვა, 43-ე და 75-ე წუთებზე, განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი მეორე ლელო იყო, როდესაც თავისი ნახევრიდან ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედნამდე ფეხით შეიგდო და ბურთი დაამიწა.

აღსანიშნავია, რომ „რასინგის“ ერთადერთი ლელოც ქართველი მორაგბის აქტივშია - გიორგი ხარაიშვილის. "რასინგში" ასევე ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა.

„ლიონი“ ტოპ 14-ში 12 მოგებით და 7 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 4 მარტს, სტუმრად „კასტრთან“ გამართავს. „რასინგი“ 10 მოგებით, 1 ფრით და 8 წაგებით მეშვიდე პოზიციაზეა, წინ კი 5 მარტს, „ტულუზასთან“ თამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11106