ფეხბურთი

22:36 | 25.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუს ჰეთ-თრიქი საუდის არაბეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრმა“ სტუმრად „დამაკი“ 3:0 დაამარცხა და სამივე გოლი პორტუგალიელმა გაიტანა.

რონალდუმ მეტოქის კარის აღება სამჯერვე პირველ ტაიმში მოახერხა, მე-18, 23-ე და 44-ე წუთებზე. ლეგენდარული ფეხბურთელის აზიური კარიერა ძალიან შედეგიანად დაიწყო - 5 მატჩში უკვე 8 გოლის გატანა მოასწრო. რაც აღსანიშნავია, კრიშტიანუმ უკვე მოასწრო ჰეთ-თრიქისა და პოკერის შესრულება.

„ალ-ნასრი“ 18 ტურის შემდეგ 43 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში კი 3 მარტს, „ალ ბატინს“ უმასპინძლებს. სხვათა შორის, კრიშტიანუ რონალდუ ბომბარდირთა დავაში უკვე მესამე ადგილზეა, ლიდერი მისი თანაგუნდელი ანდერსონ ტალისკაა, რომელსაც მხოლოდ 5 გოლით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114073