ფეხბურთი

12:03 | 25.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიქელთაძემ ავსტრალიაში მე-5 გოლი გაიტანა, თუმცა მისმა „ჯეტსმა“ მაინც წააგო (+VIDEO)

ქართველმა შემტევმა, ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის A-LEAGUE-ში „ვესტერნ იუნაიტედის“ წინააღმდეგ თავი გამოიჩინა და რიგით მე-5 გოლი გაიტანა.



ავსტრალიის ჩემპიონატის მე-18 ტურში ბექა მიქელთაძისა და ბექა დარცმელიას „ნიუკასლ ჯეტსი“ საკუთარ მოედანზე „ვესტერნ იუნაიტედს“ დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.

ანგარიში 29-ე წუთისთვის უკვე 0:2 იყო, როდესაც „ჯეტსის“ სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა და ის გოლად ბექა მიქელთაძემ აქცია.



„ვესტერნ იუნაიტედმა“ მეორე ტაიმშიც განაგრძო კარგი თამაში, 72-ე წუთზე მესამე გოლიც გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 1:3.

ეს გოლი ბექა მიქელთაძისთვის A-LEAGUE-ში მე-5 იყო. მას ასევე 2 საგოლე გადაცემაც აქვს შესრულებული. რაც შეეხება ბექა დარცმელიას, მან მატჩი სათადარიგო სკამიდან დაიწყო და მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა, 81-ე წუთზე კი ყვითელი ბარათიც მიიღო.

ქართველი ფეხბურთელების გუნდს დღევანდელი წაგების შემდგომ 24 ქულა აქვს და ცხრილის მე-7 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო მატჩს „ნიუკასლ ჯეტსი“ 4 მარტს, „ველინტონ ფენიქსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113097