კალათბურთი

1:43 | 25.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნაკრების მატჩიდან ერთ დღეში შენგელიამ ევროლიგაზე ითამაშა და "ბასკონიასთან" გაიმარჯვა

თორნიკე შენგელიამ 23 თებერვალს საქართველოს ნაკრებში ითამაშა, 24 თებერვალს კი, უკვე მოედანზე ბოლონიაში იყო, სადაც „ვირტუსმა“ ევროლიგის 25-ე ტურში მისი ყოფილი კლუბი „ბასკონია“ 88:83 დაამარცხა.

„ვირტუსმა“ ესპანურ კლუბს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო, თუმცა უნდა ითქვას, რომ მეორე პერიოდიდან მოყოლებული იტალიელები თამაშს აკონტროლებდნენ და განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არ ყოფილან.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 18:33 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. შენგელიამ 5-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და -დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ის თანაგუნდელებში მარგი ქმედების კოეფიციენტით მხოლოდ მილოშ ტეოდოშიჩს ჩამორჩა.

შენგელია ახლა თბილისში დაბრუნდება, სადაც 26 თებერვალს, საქართველოს ნაკრებს გადამწყვეტ მატჩში ისლანდიის წინააღმდეგ დაეხმარება.

„ბასკონიას“ 25 ტურში 12 მოგების საპირისპიროდ 13 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 3 მარტს, სტამბოლში, „ფენერბაჰჩეს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121893