ფეხბურთი

16:55 | 24.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

დი ლორენცოს გოლი ჩემპიონთა ლიგაზე კვირის საუკეთესოდ დაასახელეს (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო გოლის ავტორი „ნაპოლის“ მცველი ჯოვანი დი ლორენცო გახდა.

იტალიელმა ფეხბურთელმა „აინტრახტს“ მას შემდეგ გაუტანა, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ ქუსლით შესანიშნავი პასი გაუკეთა.

უეფას ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში ამ გოლს ყველაზე მეტი ხმა ერგო. მეორე ადგილზე გავიდა დარვინ ნუნიესის გოლი, მესამე-მეოთხე ადგილები კი ვინისიუსმა და კარიმ ბენზემამ დაიკავეს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „აინტრახტი“ 2:0 დაამარცხა და მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128923