ჩოგბურთი

1:44 | 23.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩს ამერიკულ ტურნირებზე თამაშის იმედი აქვს

ნოვაკ ჯოკოვიჩს იმედი აქვს, რომ მასტერსის ამერიკულ ტურნირებზე თამაშის უფლებას მიიღებს. მან შეერთებულ შტატებში შესვლის უფლების მისაღებად, სპეციალური განაცხადი შეავსო და პასუხს მოკლე დროში ელის. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მას ინდიან ველსზე და მაიამის ტურნირზე გამოსვლის საშუალება მიეცემა.

ჯოკოვიჩი, ვინც ახლახანს ავსტრალიის ღია პირველობა მეათედ მოიგო, რითაც თავისივე რეკორდი გააუმჯობესა, ტურს მომდევნო კვირაში, დუბაის ტურნირზე დაუბრუნდება.

„დუბაის შემდეგ, ჩემი გეგმები აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. მე პასუხის მოლოდინში ვარ. ჩემზე არაფერია დამოკიდებული. ყველაფერს მალე გავიგებ. მადლობას ვუხდი ინდიან ველსის და მაიამის ტურნირების ორგანიზატორებს, რომლებიც გვერდში მიდგანან“, - ამბობს ჯოკოვიჩი.

ამერიკაში უცხოელების კოვიდ-19-ზე აცრის გარეშე არ უშვებენ. ამ შეზღუდვის მოხსნა იგეგმება, მაგრამ ეს ინდიან ველსის და მაიამის ტურნირების დაწყებამდე არ მოხდება. სწორედ ამიტომ, ჯოკოვიჩს ქვეყანაში შესასვლელად, სპეციალური ნებართვა სჭირდება.

აღნშნული შეზღუდვის გამო, გასულ სეზონში ჯოკოვიჩმა ინდიან ვეწლსზე, მაიამის ტურნირსა და აშშ-ის ღია პირველობაზე თამაში ვერ შეძლო. შეზღუდვების მოხსნა 11 მაისს იგეგმება.

0.109557