ფეხბურთი

4:38 | 22.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

გლასნერი: "წაგება დავიმსახურეთ, მაგრამ ნეაპოლში ყველაფრის შეცვლას ვეცდებით"

ფრანკფურტის „აინტრახტის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლივერ გლასნერმა „ნაპოლისთან“ მატჩის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დამსახურებულად წააგეს, მაგრამ ნეაპოლში ტურისტებად არ წავლენ და სიტუაციის შეცვლას ეცდებიან.

„მწარე, მაგრამ დამსახურებული მარცხია, გულდასაწყვეტია კოლო მუანის პირდაპირ წითელი ბარათი, შეიძლებოდა ყვითელი ბარათის ჩვენება. უიღბლობა? არა, შეცდომები დავუშვით. „ნაპოლი“ ძლიერი გუნდია და ზეწოლის მოხდენა შეუძლია, კვარაცხელია კი მომენტებს ქმნის. იმედგაცრუებულები ვართ, ძალიან იმედგაცრუებულები. თუ სიარული უნდა ისწავლო, დაეცემი კიდეც. ჩვენ დავეცით და ვეცდებით სიარული გავაგრძელოთ.

სიმართლე არ არის, რომ ერთადერთი საგოლე შანსი 89-ე წუთზე გვქონდა, მანამდეც რამდენიმე კარგი შეტევა გქონდა, რომლებიც გოლით ვერ დავასრულეთ. ჩვენი შანსები კარგად ვერ გამოვიყენეთ. ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი „სპორტინგთან“ 0:3 წავაგეთ და ხედავთ, ახლა სადაც ვართ. შესაძლოა, სამ კვირაში ყველაფერი შევატრიალოთ“, - თქვა გლასნერმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „აინტრახტის“ საპასუხო მატჩი 15 მარტს, ნეაპოლში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113614