ჩოგბურთი

23:08 | 21.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა გრაფის რეკორდი გაიმეორა

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ლეგენდარული შტეფი გრაფის რეკორდი გაიმეორა - 377 კვირას გაატარებს მსოფლიოს პირველი ჩოგნის რანგში. 35 წლის ჩოგბურთელი ATP-ს რეიტინგის სათავეში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი მეათედ გახდა.

სხვათა შორის, გრაფსაც და ჯოკოვიჩსაც დიდი სლემის 22 ტიტული აქვთ მოპოვებული. ამდენივე აქვს რაფაელ ნადალს. სერბმა ჩოგბურთელმა რეიტინგის სათავეში სულ მეშვიდედ გადაინაცვლა. მამაკაც ჩოგბურთელებს შორის რეკორდი (310 კვირა რეიტინგის სათავეში) მან როჯერ ფედერერს 2021 წლის მარტში ჩამოართვა.

მსოფლიოს ორმა ყოფილმა პირველმა ჩოგანმა შეძლო წინ წაწევა: კარლოს ალკარასმა ამას არგენტინაში გამარჯვებით მიაღწია, დანიილ მედვედევი კი როტერდამის ტურნირის ჩემპიონი გახდა. ესპანელმა რეიტინგში მეორე პოზიცია გაიმყარა, რუსი კი ათეულში დაბრუნდა და ახლა მერვე ადგილზეა.

ATP-ს რეიტინგის ტოპ ოცეული

  1. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 7070 ქულა
  2. კარლოს ალკარასი (ესპანეთი) 6480
  3. სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) 5940
  4. კასპერ რუუდი (ნორვეგია) 5515
  5. ანდრეი რუბლევი 3860
  6. რაფაელ ნადალი (ესპანეთი) 3815
  7. ტეილორ ფრიცი (აშშ) 3660
  8. დანიილ მედვედევი 3250
  9. ფელიქს ოგერ-ალიასიმე (კანადა) 3200
  10. ჰოლგერ რუნე (დანია) 3161
  11. ჰუბერტ ჰურკაჩი (პოლონეთი) 2995
  12. იანიკ სინერი (იტალია) 2745
  13. კამერონ ნორიე (ბრიტანეთი) 2615
  14. კარენ ხაჩანოვი 2470
  15. ფრენსის ტიაფო (აშშ) 2350
  16. ალექსანდერ ზვერევი (გერმანია) 2320
  17. პაბლო კარენო (ესპანეთი) 2285
  18. ლორენცო მუსეტი (იტალია) 1855
  19. ნიკ კირგიოსი (ავსტრალია) 1825
  20. ბორნა ჩორიჩი (ხორვატია) 1815
0.199594