ფეხბურთი

10:53 | 21.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

გარი ნევილი: „ჩელსის“ მფლობელებმა ნერვებს უნდა მიხედონ“

„მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, გარი ნევილმა, პრემიერლიგაში „ჩელსის" „საუთჰემპტონთან" წაგების (0:1) კვალად, ჟურნალისტებს ლონდონურ კლუბზე აზრი გაუზიარა.

„ვნახე „საუთჰემპტონთან“ მათი მატჩის მიმოხილვა. ვნახე ყველა საგოლე მომენტი, რომელიც გააცუდეს. ტრიბუნებზე სტვენის ხმაც გაისმა, რაც პოტერისთვის განგაშის ნიშანი იყო.

ვფიქრობ, „ჩელსის“ მფლობელებს რაღაცის სწორად გაკეთება სურთ. მათ უკვე გაათავისუფლეს ტუხელი, ახლა საკუთარი მწვრთნელი, გრემ პოტერი ჰყავთ. დიდი ინვესტიცია ჩადეს მასში და მთლიანად გუნდში.

მაგრამ თუ საქმის ბოლომდე მიყვანა სურთ, ამ სიტუაციაში ნერვები უნდა მოთოკონ. ნერვების სიმყარე მაშინ მოისინჯება, როცა ამდენ ფულს ხარჯავ, მაგრამ წაგებებს აგრძელებ.“ - ციტირებს ნევილის სიტყვებს Sky Sports.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში კლუბის ახალმა მფლობელებმა დაახლოებით 600 მილიონი გირვანქა დახარჯეს. არადა, „ჩელსი“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა. ბოლო 8 მატჩიდან კი მხოლოდ ერთი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112739