ფეხბურთი

1:57 | 21.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" ზედიზედ მეხუთედ წააგო და ბოლოსწინა ადგილზე დაქვეითდა! (+VIDEO)

„ვალენსიამ“ სეზონში მესამე მწვრთნელი გამოიცვალა, მაგრამ საქმეს ესეც არ შველის. „ლოს ჩე“ ლა ლიგის 22-ე ტურში უშუალო კონკურენტ „ხეტაფესთანაც“ დამარცხდა და უკვე ბოლოსწინა ადგილზე ჩამოქვეითდა!

რუბენ ბარახას დებიუტი კი ძალიან წარუმატებელი გამოდგა. 82-ე წუთზე ბორხა მაიორალმა მცველებს დაასწრო და ცარიელ კარში გაიტანა. საგოლე პასი მას „ვალენსიას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ომარ ალდერეტემ გაუკეთა.

მამარდაშვილმა კარი ისევ ვერ შეინახა მშრალად, მაგრამ მას ამაში დიდი ბრალი არ მიუძღვის. შესაძლოა, გოლის მომენტში უკეთ გარჯა შეეძლო, მაგრამ საკუთარი გუნდი გოლისგან 5-ჯერ გადაარჩინა, მათ შორის, რამდენიმე კარგი სეივი იყო. მთელმა რიგმა ესპანურმა გამოცემებმა "ვალენსიადან" საუკეთესოდ გიორგი დაასახელეს. 22 წლის ქართველ ფეხბურთელს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 27 გოლი აქვს გაშვებული, კარის მშრალად შენახვა კი სამჯერ მოახერხა.

ცნობისთვის, პირველ წრეში ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით „ვალენსიამ“ „ხეტაფე“ შინ 5:1 გაანადგურა, მაგრამ ახლა „ღამურებს“ უმძიმესი დროება უდგათ და სეგუნდა დივიზიონისკენ სწრაფი ნაბიჯებით მიიწევენ.

„ვალენსია“ უმძიმეს ვითარებაშია - ეს იყო ზედიზედ მეხუთე წაგება ლა ლიგაში და 22 ტურის შემდეგ 20 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა. „ღამურები“ მომდევნო ტურში 25 თებერვალს, „სოსიედადს“ უმასპინძლებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107158