ფეხბურთი

19:48 | 20.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მარიო გიოტცე: "კვარაცხელია და ოსიმენი ყოველ სამ დღეში აჩვენებენ თავიანთ თვისებებს"

ფრანკფურტის „აინტრახტის“ ფეხბურთელმა მარიო გიოტცემ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც გერმანელმა ნახევარმცველმა აღნიშნა, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი ყველას უჩვენებენ თავიანთ თვისებებს, მაგრამ „აინტრახტი“ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.

„ერთადერთი, რისი გაკეთებაც თამაშამდე შეგვიძლია, ვიდეოების ყურება და „ნაპოლის“ თამაშის შესწავლაა. ვიცით, სად არიან სატურნირო ცხრილში, მაგრამ ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ვაცნობიერებთ ჩვენს თვისებებს, ამიტომ, საკუთარ თავს უნდა მივხედოთ და მოედანზე მაქსიმუმი გავიღოთ.

კვარაცხელია და ოსიმენი? ისინი შესანიშნავი ხარისხის ფეხბურთელები არიან და ყველა ვხედავთ, რას აკეთებენ. ყოველ სამ დღეში ისინი თავიანთ თვისებებს აჩვენებენ. მათ სკუდეტოს მოგების დიდი შანსი აქვთ. მოუთმენლად ველოდები ხვალინდელ თამაშს და ამ ფეხბურთელებთან დაპირისპირებას“, - თქვა გიოტცემ.

შეგახსენებთ, რომ „აინტრახტისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 21 თებევრალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118362