ფეხბურთი

18:49 | 17.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მხითარიანი: "სკუდეტოს თუ მოვიგებთ, ალბანოს სიმღერას ვიმღერებ"

მილანის „ინტერის“ ფეხბურთელ ჰენრიხ მხითარიანს იტალიის ჩემპიონატის მოგება სურს და საამისოდ, პირობაც დადო. როგორც სომეხმა ნახევარმცველმა იტალიურ მედიას უთხრა, სკუდეტოს მოგების შემთხვევაში ალბანოს სიმღერას იმღერებს.

„18 დღეში დერბის ორჯერ მოგება სიგიჟეა, მაგრამ ორივეს მოგება გვინდა, პირველი იმიტომ, რომ სუპერთასის ტიტულს ნიშნავდა. ვიცნობებ სკუდეტოს მოგებაზე და თუ ეს მოხდება, გპირდებით, რომ ალბანოს სიმღერას ვიმღერებ“, - თქვა მხითარიანმა.

შეგახსენებთ, რომ მილანის „ინტერი“ 22 ტურის შემდეგ სერია A-ში მეორე ადგილზეა, მაგრამ ლიდერ „ნაპოლის“ 15 ქულით ჩამორჩება და წელს ჩემპიონობა ძალიან გაუჭირდება.

0.115972