ძიუდო

17:25 | 16.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟა მარგველაშვილი თელ ავივის გრანდ სლემის ფინალშია

დღეს სტარტი აიღო ძიუდოში თელ ავივის გრანდ სლემმა და პირველ საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში სამი ქართველი ჩაერთო, საიდანაც ორი მედლისთვის იბრძვის. ვაჟა მარგველაშვილი ფინალშია და ოქროსთვის გავა ტატამიზე, ხოლო ლაშა ნადირაძეს ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს.

66 კგ წონით კატეგორიაში ნადირაძემ ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა გერმანელი მარტინ სეტცი, ეკვადორელი ლენინ პრესიადო და ისრაელის წარმომადგენელი ბარუშ შმაილოვი, ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ორხან საფაროვს გაეჯიბრა, მაგრამ დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის მასპინძელ ტალ ფლიკერს შეხვდება.

ამავე წონაში ვაჟა მარგველაშვილმა იტალიელი ფაბიო ბაზილე, გერმანელი ლენარტ სლამბერგერი დაამარცხა, მეოთხედფინალში ბულგარელ იანისლალ გერჩევსაც აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ესპანელ ალბერტო გაიტეროსთან იპონით მოიგო და ფინალში საფაროვს შეხვდება, რომელმაც როგორც ვთქვით, ნადირაძეს აჯობა.

60 კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანმა პირველ წრეში თურქმენი ჰაკბერდი ჯუმაიევი დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში ავსტრალიელ ჯოშუა კატცთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

შეგახსენებთ, რომ 17 და 18 თებერვალს, თელ ავივის გრანდ სლემზე კიდევ სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115278