ფეხბურთი

14:13 | 16.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ნეიმარის სხვა კლუბში უფასოდ გაშვების ვარიანტს განიხილავს

„პარი სენ-ჟერმენმა“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა დიდვარსკვლავის, ნეიმარის სხვა კლუბში უფასოდ გადასვლის ვარიანტი განიხილოს - წერს Le Parisien.

გამოცემის ცნობით, პარიზელები მზად არიან ასეთი ნაბიჯი გდადადგან ბრაზილიელის დიდი ხელფასის გამო. ფეხბურთელის შეძენის ერთ-ერთი კანდიდატი „ჩელსია.“

„ლურჯების“ ახალი მფლობელი, ტოდ ბოული, გასულ სამშაბათს პარიზში პსჟ-ის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ბრაზილიელის ტრანსფერი გახლდათ.

თავდამსხმელის ამჟამინდელი ხელშეკრულება პარიზელებთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ნეიმარმა მიმდინარე სეზონში პსჟ-ს შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა, 17 ბურთი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109112