ფეხბურთი

0:24 | 16.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა: "მომდევნო სეზონშიც "რომაში" დავრჩები თუ არა, არ ვიცი"

პაულო დიბალამ შესაძლოა ზაფხულში „რომა“ დატოვოს. არგენტინელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ არ იცის, დარჩება თუ არა, კლუბში მომდევნო სეზონშიც.

„არ ვიცი, რა მოხდება სეზონის ბოლოს. კონტრაქტი ჩემს აგენტებსა და კლუბს შორის განსახილველი საკითხია. მინდა გავაგრძელო მოურინიოსთან მუშაობა, მინდა მასთან ერთად გავიმარჯვო“, - თქვა დიბალამ.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „რომას“ გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „კორდობას“, „პალერმოსა“ და „იუვენტუსში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115543