ფეხბურთი

13:50 | 15.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალფონსო დევისმა მესის მაისური მაინც მიიღო

ჩემპიონთა ლიგაზე „პსჟ“-სა და „ბაიერნს“ შორის გამართული მატჩის შემდგომ ლეო მესიმ და ალფონსო დევისმა მაისურები გაცვალეს და კანადელმა საწადელს მაინც მიაღწია.



2020 წელს, როდესაც მიუნხენელებმა „ბარსელონა“ გაანადგურეს, ალფონსო დევისი არგენტინელ შემტევთან მაისურის გასაცვლელად მივიდა, თუმცა მესისგან უარი მიიღო - „ვთხოვე, მაგრამ მგონი ცოტა დამწუხრებული იყო“ - განაცხადა კანადელმა იმ მატჩის შემდგომ და დაამატა: „არაუშავს, მომავალში მივიღებ“

როგორც გუშინდელი თამაშის შემდგომ ვნახეთ, ალფონსო დევისმა ლეოს მაისური საბოლოოდ მიიღო და ამით ბედნიერიც იყო.

როგორც მოგეხსენებათ, „ბაიერნმა“ პარიზული კლუბი კინგსლი კომანის გოლით დაამარცხა და განმეორებითი მატჩის წინ უპირატესობა შეიქმნა. ამ გუნდების მომდევნო შეხვედრა 8 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112846