ფეხბურთი

12:41 | 15.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჟერარ პიკე: “მესისთვის მსოფლიო ჩემპიონობა არ მიმილოცია“

„ბარსელონას“ ყოფილმა მცველმა, ჟერარ პიკემ აღიარა, რომ ლეო მესისთვის, რომელთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში ერთ გუნდში თამაშობდა, მსოფლიო ჩემპიონობა არ მიულოცია, რადგან ფეხბურთისგან ისვენებდა.



Mundo Deportivo-სთან საუბარში პიკემ ჟურნალისტის კითხვაზე, მიულოცა თუ არა მესის ჩემპიონობა, უპასუხა:

„არა. გულწრფელად გეტყვით, რომ არა. ბოლო თვეები საკმაოდ მძიმე იყო ჩემთვის და ცოტა ხნით ფეხბურთისგან გამოთიშვა მჭირდებოდა. არცერთი სპორტისთვის არ მიყურებია, არც მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ერთადერთი ფინალს ვუყურე, იმასაც ცოტას.“ - განაცხადა პიკემ.

კატალონიურ და ესპანურ პრესაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პიკესა და მესის შორის ურთიერთობა საკმაოდ აირია. შესაძლოა სწორედ ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მიულოცა მან არგენტინელს მსოფლიო ჩემპიონობა.

შესაძლოა პიკეს მსოფლიო ჩემპიონატისთვის არ უყურებია, თუმცა ფეხბურთის ყურება ნამდვილად მოუწევდა, რადგან ის მთელი თვის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული საკუთარ ორგანიზებულ King’s League-ში, სადაც მონაწილეობას სხვადასხვა ცნობილი პიროვნებები, სტრიმერები და ყოფილი ფეხბურთელები იყებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117172