ფეხბურთი

22:57 | 14.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ვლაჰოვიჩი? ბენზემა ბავშვი აღარ არის, მაგრამ მომდევნო სეზონშიც ჩვენთან იქნება"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ზაფხულში დუშან ვლაჰოვიჩის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, კარიმ ბენზემა ჰყავთ, რომლის იმედი მომდევნო სეზონშიც აქვთ.

„ჩვენ გვყავს კარიმი, რომელიც ბავშვი აღარ არის, მაგრამ ის ჩვენთან იქნება მომავალ სეზონში და ითამაშებს პირველ გუნდში. არ არის საუკეთესო დრო მომავალ სეზონზე ფიქრისთვის, ახლა ჩვენ გვაქვს თამაში ლა ლიგაში და შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე“, - აღნიშნა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ დუშან ვლაჰოვიჩი ერთი წლის წინ 75 მილიონ ევროდ დაიმატა. არაა გამორიცხული, რომ ტურინელებმა სერბი 100 მილიონის სანაცვლოდ ზაფხულში გაასხვისონ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100365