ფეხბურთი

22:24 | 14.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

დანიელე დე როსი "სპალიდან" დაითხოვეს

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი დანიელე დე როსი „სპალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

წარუმატებელი შედეგების გამო 39 წლის სპეციალისტმა სამსახური დაკარგა, რომელიც მის სამწვრთნელო კარიერაში პირველი იყო. დე როსი „სპალს“, რომელიც სერია B-ში გასავარდნ ზონაში ოქტომბრიდან ავარჯიშებდა.

აქვე გეტყვით, რომ „სპალში“ დე როსი მასიმო ოდომ შეცვალა, რომელიც იტალიის ნაკრებში მისი თანაგუნდელი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105995