ფეხბურთი

1:47 | 14.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" ვერ მოიგო და "ნაპოლის" უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა

იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში მილანის „ინტერმა“ გასავარდნ ზონაში მყოფი „სამპდორია“ ვერ დაამარცხა, რის შედეგადაც, „ნაპოლის“ უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა.

სიმონე ინძაგის გუნდი თითქოს კარგ ფორმაშია, მიმდინარე წელს მაღალ დონეზე რამდენიმე მატჩი ჩაატარა, მაგრამ აუტსაიდერებთან ქულებს ანიავებს. მანამდე იყო ფრე „მონცასთან“ და წაგება „ემპოლისთან“, ახლა კი მე-19 ადგილზე მყოფი „სამპაც“ ვერ დაამარცხა - 0:0.

შედეგად, „ინტერს“ 44 ქულა აქვს, ისევ მეორე ადგილზეა, მაგრამ ლიდერ „ნაპოლის“ 15 ქულით ჩამორჩა! ლუჩანო სპალეტის გუნდს ძალიან დიდი ფორა აქვს, რომელიც წესით არ უნდა გაანიავოს. სეზონის დასრულებამდე 16 ტურია დარჩენილი.

ამრიგად, „ნაპოლი“ ისტორიაში მესამე და 1990 წლის შემდეგ პირველ სკუდეტოსთან მართლაც ძალიან ახლოსაა. ისტორიულ და ნანატრ ჩემპიონობაში კი ხვიჩა კვარაცხელიას წვლილი ძალიან დიდი იქნება...

0.108035