ფეხბურთი

18:51 | 13.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელმა აღიარა, რომ გეია

პრაღის „სპარტასა“ და ჩეხეთის ნაკრების ნახევარმცველმა იაკუბ იანკტომ განაცხადა, რომ ჰომოსექსუალია. მან სოციალურ ქსელში სპეციალური ვიდეო განათავსა, რომელშიც თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ღიად პირველად ისაუბრა.

„ოჯახი მყავს, მეგობრები, სამსახური მაქვს, როგორც ყველას, დამალვა აღარ მინდა. მეც მინდა თავისუფლებაში ვიცხოვრო, შიშების, ცრურწმენისა და შიშების გარეშე, მაგრამ სიყვარულით. ჰომოსექსუალი ვარ და დამალვა აღარ მინდა“, - თქვა ვიდეოში ჩეხმა ფეხბურთელმა.

იაკუბ იანკტო „სპარტაში“ 2022 წლიდან თამაშობს, მანამდე კი „ასკოლის“, „უდინეზეს“, „სამპდორიასა“ და „ხეტაფეს“ ფეხბურთელი იყო. ჩეხეთის ნაკრებში მას 2017 წლიდან დღემდე 45 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში 4 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111149