კალათბურთი

23:00 | 12.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას გარეშე "ვირტუსმა" ბურჯანაძის "რეჯანა" დაამარცხა

იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში ქართული დაპირისპირება არ შედგა - თორნიკე შენგელიას ბექა ბურჯანაძის „რეჯანას“ წინააღმდეგ არ უთამაშია.

საქართველოს ნაკრების კაპიტნის გარეშე „ვირტუსმა“ აუტსაიდერი სტუმრად 74:63 დაამარცხა და გადამწყვეტი ბოლო პერიოდი იყო, რომელიც ბოლონიელებმა 9 ქულით მოიგეს.

ბექა ბურჯანაძემ კი 13 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 5 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 3 ორქულიანი და 2 სამქულიანი ააცილა, 5-დან 5 საჯარიმო კი ჩააგდო.

„ვირტუს ბოლონია“ 15 მოგებით და 4 წაგებით სერია A-ს „ოლიმპია მილანოსთან“ ერთად ლიდერობს, მომდევნო ტურში კი 5 მარტს, „ტორტონას“ უმასპინძლებს. „რეჯანა“ 5 მოგებით და 14 წაგებით ბოლო ადგილზეა, ხოლო 5 მარტს „ვერონას“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111973