ფეხბურთი

18:23 | 12.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ დე ხეამ რამდენიმე რეკორდი დაამყარა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე დავიდ დე ხეამ „ლიდსთან“ დღევანდელ შეხვედრაში ითამაშა და რამდენიმე რეკორდის ავტორი გახდა.

დე ხეა ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელმაც პრემიერლიგაში 400 თამაში ჩაატარა - 32 წლის და 97 დღის. გარდა ამისა, „მანჩესტერის“ პირველი მეკარეა, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია (მხოლოდ პრემიერლიგაში).

დავიდი ასევე პირველი არაბრიტანელი მოთამაშეა, რომელმაც პრემიერლიგაში მინიმუმ 400-ჯერ ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ დავიდ დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას 2011 წლიდან იცავს. ესპანელი მეკარე მანამდე სამშობლოში, მადრიდის „ატლეტიკოს“ კარს იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115795