ფეხბურთი

13:08 | 12.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბექა მიქელთაძის გოლი და საგოლე პასი ავსტრალიის ჩემპიონატში (+VIDEO)

ავსტრალიის ჩემპიონატის მე-16 ტურში ბექა მიქელთაძის „ნიუკასლ ჯეტსმა“ „მელბურნი“ 2:1 დაამარცხა, რაშიც ქართველი ფეხბურთელის დიდი წვლილია, რადგან გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.

მან ანგარიში 37-ე წუთზე პენალტით გახსნა, ხოლო 58-ე წუთზე საგოლე პასი მიითვალა, როცა კოსტა გროზოსმა გამარჯვების გოლი გაიტანა. 25 წლის ქართველ თავდამსხმელს ავსტრალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

მიქელთაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ბექა დარცმელია თამაშში გამარჯვების გოლის ავტორის ნაცვლად 78-ე წუთზე ჩაერთო.

„ნიუკასლ ჯეტსი“ 21 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო ტურში 18 თებერვალს, ბაჩანა არაბულის „მაკარტურს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120463