ფეხბურთი

0:17 | 12.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ტორპედომ“ მეექვსე ამხანაგური მატჩი ფრედ დაასრულა

ქუთაისის „ტორპედომ“ თურქეთში მიმდინარე შეკრებაზე მეექვსე ამხანაგურ მატჩი ჩაატარა და დანიურ „ნესტვედს“ დაუზავდა.



მატჩი 2:2 დასრულდა და შეხვედრის ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ქუთაისელთა მხრიდან თავი ორივეჯერ მაურო კაბალიერომ გამოიჩინა.

სამწუხაროდ, თურქეთში მიმდინარე შეკრებაზე „ტორპედომ“ ვერცერთი მატჩი ვერ მოიგო. ქუთაისელებმა სოფიის „ცსკასთან“, „ტატრანთან“, ხარკოვის „მეტალისტთან“ და „ნესტვედთან“ ფრედ ითამაშეს, „ლვოვთან“ და ლატვიურ „რიგასთან“ კი დამარცხდნენ.

„ტორპედო“ 2:2 „ნესტვედი“

გოლები: კაბალიერო (2)

„ტორპედო“:
ლაბაძე, ქიმაძე, მონტეირო, ელბაქიძე, გეგეჭკორი, ტოლი, კაიკე, ნეტო, შულია, სანდეი, კაბალიერო;

სათადარიგოები: გოშაძე, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, ახვლედიანი, ქობლაძე, გიგაური, ჩიტაიშვილი, მანჯგალაძე, არაბიძე, ბუღრიძე, ოლატუნჯი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110928