ჭადრაკი

20:46 | 11.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძემ მეორე ადგილზე გადაინაცვლა

ქართული ჭადრაკის ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ, მიუნხენის გრან პრის მეშვიდე ტურში დამაჯერებლად დაამარცხა ევროპის ექსჩმეპიონი ალინა კაშლინსკაია და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ მეშვიდე ტურში მარტო ნანამ შეძლო გამარჯვების მოპოვება, ხოლო დანარჩენი პარტიები ყაიმით დასრულდა.

მომდევნო ტურში ქართველი დიდოსტატის მეტოქე გერმანელი დიდოსტატი ელიზაბეტ პეტცი იქნება.

სატურნირო მდგომარეობა:

  1. ალექსანდრა კოსტენიუკი (ფიდე) – 5,5 ქულა;
  2. ნანა ძაგნიძე (საქართველო) - 4,5 ქულა;
  3. ჰამპი კონერუ (ინდოეთი) – 4 ქულა;
  4. ანა მუზიჩუკი (უკრაინა) – 3,5 ქულა;
  5. მარია მუზიჩუკი (უკრაინა) – 3,5 ქულა;
  6. ჰარიკა დრონავალი(ინდოეთი) – 3,5 ქულა;
  7. ელიზაბეტ პეტცი (გერმანია) – 3,5 ქულა;
  8. ტან ჟონგი (ჩინეთი) – 3,5 ქულა;
  9. ჟუ ჯინერი (ჩინეთი) – 3 ქულა;
  10. ალინა კაშინსკაია (პოლონეთი) - 3 ქულა;
  11. ჟანსაი აბდუმალიკი(ყაზახეთი) – 2, ქულა;
  12. დინარა ვაგნერი (გერმანია) – 2 ქულა;

ქალთა გრან-პრის გათამაშებაში სულ 17 ქალი-მოჭადრაკე მონაწილეობს და თითოეული ეტაპის საპრიზო ფონდი 80 000 ევროა, საიდანაც გამარჯვებულს 15 000 ერგება.

ფიდეს ქალთა გრან-პრის სერიის ფარგლებში 4 ეტაპი გაიმართება და აქედან თითოეული მონაწილისთვის 3 ტურნირშია სავალდებულო თამაში.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116877