ფეხბურთი

19:25 | 10.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ESPN: ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში მუშაობაზე თანახმაა

ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად შესაძლოა კარლო ანჩელოტი დაინიშნოს. ამის შესახებ ESPN-ი იტყობინება.

წყაროს თანახმად, იტალიელი სპეციალისტი თანახმაა, „სელესაო“ ჩაიბაროს. ჯერ არ არის საუბარი წინასწარ შეთანხმებაზე და ცხადია, არც კონტრაქტი გაფორმებულა, მაგრამ როგორც ცნობილია, ანჩელოტი მზადაა ბრაზილიის ნაკრები ზაფხულში ჩაიბაროს. წერენ იმასაც, რომ ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელებს უკვე აცნობეს, რომ მათი მომავალი მწვრთნელი ანჩელოტი იქნება.

„რეალის“ ამჟამინდელმა თავკაცმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა და ინფორმაცია არ დაადასტურა, თუმცა არც უარყო: „მე არაფერი ვიცი. სიტუაცია მარტივია: „რეალთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე მაქვს“, - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

ბოლო პერიოდში „რეალიდან“ ანჩელოტის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ხშირად ვრცელდება. ისიც ითქვა, რომ „სამეფო კლუბში“ მის შემცვლელად „ლევერკუზენის“ თავკაც ჩაბი ალონსოს განიხილავენ.

0.112184