ფეხბურთი

23:45 | 9.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის ჩემპიონატში პოკერი შეასრულა (+VIDEO)

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრმა“ სტუმრად „ალ ვეჰდა“ 4:0 გაანადგურა და ოთხივე გოლი პორტუგალიელმა გაიტანა!

კრიშტიანუმ თითო ტაიმში თავი ორ-ორჯერ გამოიჩინა. მან 21-ე, მე-40, 51-ე და 61-ე წუთებზე დალაშქრა მეტოქის კარი. ეს რონალდუს მეოთხე თამაში იყო აზიაში და უკვე 5 გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია, რომ რონალდუ შიდა ჩემპიონატებში გატანილი გოლების რაოდენობით 500-ს გადაცდა. უფრო კონკრეტულად მის ანგარიშზე უკვე 503 გოლია - საუბარია მხოლოდ ჩემპიონატის ეგიდით გოლებზე.

„ალ-ნასრი“ 37 ქულით პირველ მეორე ადგილზე „ალ-შაბაბთან“ ერთად იყოფს, მომდევნო ტურში კი 17 თებერვალს, „ალ-ტაავონს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107068