ფეხბურთი

18:25 | 9.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მერეტი: "უმჯობესია კვარაცხელიას და ოსიმენის თანაგუნდელი იყო, ვიდრე მათ წინააღმდეგ ითამაშო"

„ნაპოლის“ მეკარე ალექს მერეტმა Radio Kiss Kiss Napoli-ის ინტერვიუ მისცა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, უკეთესია ისინი მისი თანაგუნდელები იყვნენ, ვიდრე მათ წინააღმდეგ თამაში მოუწიოს.

„უკეთესია, რომ ისინი თანაგუნდელები იყვნენ, ვიდრე მათ წინააღმდეგ ითამაშო. შესანიშნავ სეზონს ატარებენ, დიდებული სტატისტიკა აქვთ და ძალიან გვეხმარებიან. მადლობა მათ და ყველა თანაგუნდელს, ვინც საუკეთესოდ გვეხმარება. ვიმედოვნებთ, რომ ასე გაგრძელდება“, - თქვა მერეტმა.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ უახლოეს მატჩს 12 თებერვალს, საკუთარ მოედანზე ბოლოადგილოსანი „კრემონეზეს“ წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108301