რაგბი

14:15 | 8.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფლორან მარტი: „როდესაც ყოველ წელს ტურნირს ერთი გუნდი იგებს, ამას სარგებელი არ მოაქვს“

რაგბი ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფლორან მარტიმ ტურნირის გაფართოების შესახებ Rugbypass-თან ისაუბრა და საქართველოს ნაკრებსაც შეეხო:



„როდესაც ბოლო დეკადის განმავლობაში ერთის გარდა ყველა შემთხვევაში იგივე გამარჯვებული გყავს, ეს ტურნირს ვერანაირ სარგებელს ვერ აძლევს“

„რა თქმა უნდა, საქართველომ შესაძლოა კვლავ მოიგოს და რა თქმა უნდა მათ წარმატებებს ვუსურვებთ, თუმცა მათ ჯერ ფინალამდე უნდა მიაღწიონ და შემდეგ ისიც მოიგონ.“

„თუ შეხედავთ გლობალურ ტურნირებს, მსოფლიო თასის ჩათვლით, ეს ამ ყველაფრის მსგავსი ფორმატია. ჯგუფური ეტაპი და პლეი ოფის სისტემა გვაქვს, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ერთ დღეს თუ ისე ვერ იასპარეზებ, როგორც საჭიროა, გამოეთიშები, ხოლო თუ საკუთარ თავს გადაახტები და ისე ითამაშებ, შესაძლოა ვინმე ძალიან დაამწუხრო. სწორედ ეს მოგვწონს ახალ ფორმატში“ - განაცხადა მარტიმ.

ამ განცხადებით, მარტიმ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ბორჯღალოსნები“ აღნიშნული ტურნირისთვის საკმაოდ ძლიერები არიან და ეს ახალი ფორმატის პირველ მატჩშიც გამოჩნდა, როდესაც ქართველებმა გერმანიის ნაკრები 75:12 გაანადგურეს.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები ნიდერლანდების წინააღმდეგ სტუმრად შაბათს, 11 თებერვალს, 16:15 საათზე ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126371