ფეხბურთი

10:08 | 8.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე კარგად არის და დღეს თბილისში მოფრინავს

თურქეთში მომხდარი საზარელი მიწისძვრის შედეგად უამრავი ადამიანი დაზარალდა, თუმცა საბედნიეროდ, ქართველი ფეხბურთელი, საბა ლობჟანიძე კარგად არის და დღეს საქართველოში ბრუნდება.



აღნიშნული ინფორმაცია საბა ლობჟანიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა და ტექსტიც დაურთო თან:

„რა ტრაგედიაც მოხდა არავის გამოგაცდევინოთ ღმერთმა. ეს არ იყო უბრალოდ მიწისძვრა. ეს იყო უფრო ღრმა და შემზარავი. მე მშვიდობით ვარ, მაგრამ ეს არაა მთავარი ამ წამს. ხალხი დანგრეულ შენობებში ბავშვებს და ოჯახის წევრებს ეძებენ და ამაზე საშინელი არაფერი არაა. მშვიდობა ჩვენ და მშვიდობა ყველას“ - დაწერა საბამ თავის „ინსტაგრამ“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში ორი დღის წინ მომხდარი საზარელი ტრაგედიის ერთ-ერთი ეპიცენტრი სწორედ ჰატაის რეგიონი იყო, რომლის გუნდშიც, „ჰატაისპორშიც“ საბა ლობჟანიძე თამაშობს. ნანგრევებში მისი გუნდის რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი, კრისტიან ატსუც მოჰყვა, რომელიც რამდენიმე საათის შემდგომ იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგებს ჯერ კიდევ ითვლიან. უკვე დაახლოებით 7 500 ადამიანის სიკვდილია დადასტურებული და ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი რამდენჯერმე გაიზრდება. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ქვეყანაში 7-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115063