15:34 | 7.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

კონფლიქტის მოსაგვარებლად „ბაიერნის“ პრეზიდენტი მანუელ ნოიერს შეხვდება

„ბაიერნის“ პრეზიდენტი, ჰერბერტ ჰაინერი, გუნდის მეკარე მანუელ ნოიერს სკანდალური ინტერვიუს განსახილველად შეხვდება, რომელშიც კარის დარაჯი „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას მეკარეების მწვრთნელის, ტონი ტაპალოვიჩის გათავისუფლების გამო აკრიტიკებდა.

„ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რატომ მიმართა ნოიერმა პირდაპირ საზოგადოებას.“ - ციტირებს ჰაინერის სიტყვებს ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინტერვიუს შემდეგ ნოიერისა და „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანს შორის ურთიერთობა გაუარესდა. კლუბის ზოგიერთმა ფეხბურთელმა მეკარეს მისი განცხადების შემდეგ მხარი დაუჭირა, თუმცა ამას ვარჯიშის პროცესზე გავლენა არ მოუხდენია.

0.109462