ფეხბურთი

20:35 | 6.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

დავით ვოლკოვის დუბლი აზერბაიჯანის ჩემპიონატში (+VIDEO)

აზერბაიჯანის პრემიერლიგის 21-ე ტურში დავით ვოლკოვის „საბაჰმა“ „საბაილი“ 4:0 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი ორი გოლი გაიტანა.

27 წლის შემტევმა მე-10 წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში 2:0 გახადა, ხოლო 20 წუთში დუბლი შეასრულა და თავისი გუნდის უპირატესობა სამამდე გაზარდა. ვოლკოვი მოედანზე 59-ე წუთამდე იყო.

მიმდინარე სეზონში ქართველ ფორვარდს ყველა ტურნირზე 24 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის 7 აზერბაიჯანის ჩემპიონატში და 2 - თასზე. „საბაჰი“ 52 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 11 თებერვალს, ლიდერ „ყარაბაღს“ ესტუმრება, რომელსაც 5 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118395