ფეხბურთი

17:11 | 6.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთში მომხდარ მიწისძვრას „მალათიასპორის“ მეკარე ემსხვერპლა

დღეს თურქეთში საზარელი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარ მიწისძვრას დაახლოებით 1500 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის კი სუპერლიგის გუნდის, „მალათიასპორის“ მეკარე ეიუპ თურქასლანია.



მაშველების ინფორმაციით, თურქასლანის მეუღლეს ნანგრევებში მიაგნეს და გადაარჩინეს, თუმცა თავად მეკარე ტრაგედიას ვერ გადაურჩა.

არ არის კარგი მდგომარეობა სხვა ფეხბურთელების მისამართითაც. „ჰატაისპორის“ ფეხბურთელი კრისტიან ატსუ ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

„მარასპორის“ საფეხბურთო გუნდი იმ სასტუმროში იყო დაბინავებული, რომელიც კატასტროფის დროს ჩამოინგრა.

ფრენბურთის ერთ-ერთი ახალგაზრდული ქალთა და მამაკაცთა გუნდებიც ნანგრევებში არიან მოყოლილნი და მათ დახმარებას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ.

დაშავდა „ჰატაისპორის“ კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი, თუმცა საბედნიეროდ, საბა ლობჟანიძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გარდა ამისა, ლეგენდარული მოჭიდავე ტაჰა აკგული იტყობინება, რომ საჭიდაო კლუბი დაინგრა, რომელშიც მოჭიდავეები იმყოფებოდნენ. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, 30-40 მოჭიდავეა ნანგრევებში მოყოლილი და 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი დახმარებას ითხოვს.

თურქეთში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა, მეორე მიწისძვრა კი, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.064453