ფეხბურთი

18:23 | 6.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია კვარაცხელია-ოსიმენზე: "ბუნებრივად დაკავშირებული მომაკვდინებელი დუეტი "

„ნაპოლის“ ფეხბურთელების, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ურთიერთგაგებაზე იტალიური მედია ძალიან ბევრს წერს. ქართველისა და ნიგერიელის დუეტით ისინი მოხიბლული არიან და ამჯერად მათ შესახებ Tuttomercatoweb-ი წერს:

„ოსიმენის კვარაცხელიასთან კავშირი ბუნებრივი და საოცრად მომაკვდინებელია. სერია A-ში თუ ოსიმენი „ნაპოლის“ 19 გოლშია ჩართული (16 გოლი, 3 საგოლე პასი), ქართველი გარემარბის პოზიციიდან 17-ით პასუხობს (8 გოლი, 9 საგოლე პასი). წარმოუდგენელი სტატისტიკა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის კუთხითაც შესანიშნავია. იმიტომ, რომ აქ მხოლოდ „მანჩესტერ სიტის“ შეუძლია წარმოადგინოს ასეთი მასშტაბის დუეტი (მაგრამ, აქ ძირითადად ჰოლანდის დამსახურებით). „სპეციასთან“ გატანილი პენალტი არც თუ ისე ტრივიალურია გუნდისთვის, რომელსაც ამ სეზონში უჭირდა საიმედო პენალტისტის პოვნა და ახლა ის „ნაპოლიმ“ იპოვა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 10 გოლი, 12 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს, უშუალოდ სერია A-ში კი, 17 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, 9 საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი გამოიმუშავა - სტატისტიკა დიდებულია. აღსანიშნავია, რომ სერია A-ში საგოლე პასებით (9) პირველ ადგილზე სწორედ ქართველი ფეხბურთელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108891