15:26 | 6.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩუს ვიდორეტა: “შერმადინი შემდეგი თამაშისთვის ასი პროცენტით მზად იქნება“

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-19 ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ ჩემპიონატის ლიდერს, „რეალ მადრიდს“ შეხვდა, თუმცა ქართველს არ უთამაშია, ეს გადაწყვეტილება კი ვიდორეტამ პრესკონფერენციაზე ახსნა:



„გასული კვირა შერმადინისთვის და უერტასისთვის ძალიან დამღლელი იყო. ახლა ზედიზედ 3 თამაში გვაქვს სახლში და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ისინი ამ თამაშისთვის ასი პროცენტით მზად იყვნენ. ჩემპიონთა ლიგაზეც, საკონტინენტთაშორისო თასზეც და ესპანეთის თასზეც უმნიშვნელოვანესი იქნება და „რეალთან“ შეხვედრაში მათი დასვენების შემდეგ დარწმუნებული ვარ, ისინი ასი პროცენტით მზად იქნებიან“ - განაცხადა ჩუს ვიდორეტამ.

აღნიშნული შეხვედრა „ლენოვო ტენერიფემ“ 88:77 წააგო და ესპანეთის ლიგა ენდესაში მე-4 პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩი გუნდს 7 თებერვალს, საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე „ბილბაოს“ წინააღმდეგ ექნება.

გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესას მიმდინარე სეზონში საშუალოდ 21:34 წუთში 14.1 ქულას და 5.1 მოხსნას აგროვებს. იგი გასული თვის საუკეთესო კალათბუთელადაც დაასახელეს.

0.145459