კალათბურთი

10:36 | 6.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

სტეფ კარიმ შესაძლოა ALL-STAR-ის მატჩი გამოტოვოს

„გოლდენ სტეიტ უორიორსის“ ლიდერის, სტეფ კარის „დალას მავერიქსთან“ მიღებული დაზიანება იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ. მას რამდენიმე კვირა გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ALL-STAR-ის მატჩს გამოტოვებს.



შეხვედრის მესამე პერიოდის ბოლოს, სტეფ კარი დაცვაში თამაშისას „მავსის“ მცველს, მაკინლი ვრაით IV-ს შეეჯახა და მარცხენა ფეხზე დაზიანება მიიღო. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სტეფი რამდენიმე კვირას იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ვარსკვლავის მატჩში მისი მონაწილეობა დიდი ეჭვის ქვეშ დგას.

ცოტა ხნის წინ „გოლდენ სტეიტის“ 30-იანმა მხრის ტრავმის გამოც გამოტოვა 11 თამაში, ეს კი მცირე დროში მისი მეორე მეტ-ნაკლებად სერიოზული ტრავმაა.

2022-23 სეზონში კარი საშუალოდ 29.4 ქულას, 6.3 შედეგიან გადაცემას და 5.8 მოხსნას აგროვებს. „დალას მავერიქსის“ წინააღმდეგ მატჩში მან 21 ქულის ჩაგდება მოასწრო.

თეგებიNBAსტეფ კარი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100993