ჩოგბურთი

0:54 | 6.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალკარასი სეზონს არგენტინაში დაიწყებს

მსოფლიოს აწ უკვე ყოფილი პირველი ჩოგანი, ესპანელი კარლოს ალკარასი ახალ სეზონს არგენტინის ღია პირველობაზე დაიწყებს. მარჯვენა ფეხის ტრავმის გამო, მან ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ ითამაშა. და მას შემდეგ, რაც მელბურნის სუპერ ტურნირი ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეათედ მოიგო, პირველი ჩოგანიც ის გახდა.

„ჩემი სეზონის დაწყებას ბუენოს აირესში ვაპირებ. ეს ისტორიული ჩემპიონატია, რომელიც დიდ ჩემპიონებს აქვთ მოგებული. მე ძალიან მინდოდა, არგენტინაში მეთამაშა და იმედი მაქვს, ამას შევძლებ“, - განაცხადა 19 წლის ალკარასმა, ვისაც აშშ-ის ღია პირველობა აქვს მოგებული.

მუცლის კუნთის ტრავმის გამო, ალკარასმა გასული სეზონის ბოლოს, ATP-ის ფინალსა და დევისის თასზე ვერ ითამაშა. ეს ტრავმა მან პარიზის მასტერსზე თამაშისას მიიღო. სეზონებს შორის, ტრავმის მოშუშება კი შეძლო, მაგრამ ახალი სეზონისთვის მზადებისას, ფეხი დაუშავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115863