ფეხბურთი

19:27 | 5.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" "მალიორკასთან" წააგო და "ბარსელონას" უპირატესობის გაზრდა შეუძლია (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის მეოცე ტურში მადრიდის „რეალი“ „მალიორკას“ ესტუმრა და დამარცხდა, რის შედეგადაც „ბარსელონას“ უპირატესობის გაზრდის შანსი მიეცა.

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც ნაჩო ფერნანდესის ანგარიშზეა - „რეალის“ მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში მარკო ასენსიომ პენალტი ვერ გაიტანა და წონასწორობა ვერ აღადგინა.

„რეალს“ 20 ტურში 45 ქულა აქვს და „ბარსელონას“ 5 ქულით ჩამორჩება, თანაც მეტოქესთან შედარებით თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. კარლო ანჩელოტის გუნდი მომდევნო ტურში 15 თებერვალს, „ელჩეს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124906