ფეხბურთი

1:46 | 5.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩეხეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

ჩეხეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში ვახტანგ ჭანტურიშვილის „ზლინი“ „იაბლონეცს“ დაუზავდა (2:2), ქართველმა ფეხბურთელმა კი გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.

ჭანტურიშვილმა ანგარიში მე-18 წუთზე გახსნა, ხოლო 52-ე წუთზე მისი პასით მარტინ ფილომ სხვაობა ორამდე გაზარდა. ამის მიუხედავად „ზლინმა“ უპირატესობა გაანიავა და საბოლოოდ მხოლოდ ქულას დასჯერდა.

29 წლის ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. „ზლინი“ ჩეხეთის ჩემპიონატში 18 ტურის შემდეგ 14 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 11 თებერვალს, „ტეპლიცეს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114958