ფეხბურთი

17:15 | 4.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: "ჩვენი მთავარი ამოცანა ქართული ფეხბურთის განვითარებაა"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მესამე ვადით არჩევის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ის და მისი გუნდი გააგრძელებს გზას, რომელსაც 2015 წლიდან მიჰყვებიან და ქართველი ფეხბურთის განვითარება მთავარ ამოცანას წარმოადგენს.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ყრილობის წევრებს, ისე საზოგადოებას კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემი და ჩემი გუნდის მთავარ ამოცანას პირველივე დღიდან ქვეყანაში ფეხბურთის განვითარება წარმოადგენს. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა სწორედ ამ მთავარ მიზანს ემსახურება - ყოველდღიურად წინ გადავდგათ ნაბიჯი ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი სფეროს განვითარებისკენ.

თამამად ვიტყვი, რომ ჩემ გუნდთან ერთად მზად ვარ, მომავალი ოთხი წლის განმავლობაშიც გავაგრძელო 2015 წელს არჩეული გზა - გავაძლიერო ყველა ის მიმართულება, რომელიც ქართული ფეხბურთის მეტი წარმატებისთვის არის აუცილებელი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქართული ფეხბურთის თითოეულ წარმომადგენელს, რომელიც ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის განვითარების გზას ჩვენთან ერთად გადის“, - თქვა კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლევან კობიაშვილი პირველია, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110462