ფეხბურთი

20:08 | 3.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

სადიო მანე სათამაშოდ მზად თებერვლის ბოლოს იქნება

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი სადიო მანე თებერვლის ბოლოს გუნდს დაუბრუნდება. სენეგალელი ფეხბურთელის შესახებ „რეკორდმაისტერის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ისაუბრა.

როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მანე სავარაუდოდ, „პარი სენ ჟერმენთან“ პირველ შეხვედრას გამოტოვებს, მაგრამ თებერვლის ბოლოს სათამაშოდ მზად იქნება.

შეგახსენებთ, რომ სადიო მანემ ტრავმა 8 ნოემბერს, „ვერდერთან“ მატჩში მიიღო, რის გამოც მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვერ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111743