ფეხბურთი

1:05 | 1.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჟორჟინიო "არსენალის" ფეხბურთელია

ლონდონის „არსენალმა“ ჟორჟინიო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა და 20-ნომრიანი მაისური მოიგო.

„ჩელსიმ“ 31 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო მიიღო. ის ბოლო დროს „არისტოკრატების“ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა და კლუბიც ამიტომ შეიცვალა.

„ჟორჟინიოს ინტელექტი და პრემიერლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. მას გააჩნია ლიდერის თვისებები და ბევრი ტიტულის მოგების მიუხედავად ისევ მშიერია, ამიტომ, ჩვენი დახმარება შეუძლია“, - თქვა „არსენალის“ თავკაცმა მიკელ არტეტამ.

ჟორჟინიო „ჩელსიში“ 2018 წლიდან თამაშობდა და 213 მატჩში 29 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ვერონასა“ და „ნაპოლის“ ფეხბურთელი იყო, იტალიის ნაკრებში კი 46 შეხვედრაში თავი ხუთჯერ გამოიჩინა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119229