ფეხბურთი

15:36 | 31.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟინიო „ჩელსიდან“ „არსენალში“ 13,5 მილიონ ევროდ გადადის

„ჩელსის" ნახევარმცველი, ჟორჟინიო, ლონდონის „არსენალში" 13,5 მილიონ ევროდ გადავა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელ-იტალიელმა „მეთოფეებთან" პირადი კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა და კლუბთან ხელშეკრულებას 2024 წლამდე მოაწერს ხელს. „ჩელსიმ“ მიიღო პრინციპული მეტოქის შეთავაზება და მხარეები მალე ოფიციალურ დოკუმენტებს გააფორმებენ. ამ ტრანსფერის ინიციატორი „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა ყოფილა. სწორედ მას დაურწმუნებია ჟორჟინიო „მეთოფეთა“ ბანაკში გადასულიყო.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა „ლურჯების“ შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა და ორი ბურთი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136192