სხვა

14:38 | 30.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

რაიან რეინოლდსი: “ჩვენი მიზანი პრემიერ ლიგაში გადასვლაა“

ჰოლივუდის ვარსკვლავი, რაიან რეინოლდსი, რომელიც ინგლისის რანგით მეხუთე დივიზიონის კლუბ „ვრექსჰემის“ მფლობელია, ასოციაციის თასზე თავის გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილია.



„ვრექსჰემმა“ ინგლისის ასოციაციის თასზე „შეფილდის“ წინააღმდეგ გამარჯვება ხელიდან ბოლო წუთზე გაუშვა. მატჩი 3:3 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ გუნდებს შორის გადათამაშება შედგება.

კანადელი ვარსკვლავი მისი გუნდის მატჩს ესწრებოდა და მატჩის შემდგომ, კმაყოფილებაც არ დამალა:

„10 წლიანი გეგმა პრემიერ ლიგაში გადასვლაა. რატომაც არა. არავის არ გაუკეთებია ასეთი დიდებული რამ. გვჯერა, რომ ამას მოვახერხებთ და იმისიც გვჯერა, რომ ამ გასაოცარ სტადიონს გავაფართოვებთ, რომ პრემიერ ლიგის მატჩების დროს ბევრმა გულშემატკივარმა შეძლოს ჩვენთვის მხარდაჭერა“ - განაცხადა რაიან რეინოლდსმა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავმა ასევე ძალიან ცნობილ მსახიობ, რობ მაკელჰენისთან ერთად „ვრექსჰემი“ 2020 წელს შეიძინა და მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის დიდად არაფერი გაეგებოდა, კლუბს მხარში დაუდგა. ამის შემდეგ რეინოლდსი გუნდის თამაშებზე ხშირად ჩნდებოდა და მისმა მხარდაჭერამ „ვრექსჰემი“ ასოციაციის თასის 1/16-ფინალშიც გაიყვანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.078815